Description:მე დავიბადე ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, უფრო მოკლედ, საბჭოთა კავშირი, ან კიდევ უფრო მოკლედ სსრკ ერქვა. ლიტერატურაში ყოველთვის სასიამოვნოდ მაღელვებდა სტენდალისეული სათაური „წითელი და შავი“ და ცხოვრებაში ეს აბრევიატურა – სსრკ, რომელსაც სტენდალის რომანის უცნაური სათაური საუკეთესოდ დაახასიათებდა: მე დავიბადე კომუნისტურ („წითელ“) და ყოველგვარ იმედგადაწურულ („შავ“) ქვეყანაში. თვითონაც ასეთი უნდა გამოვსულიყავი, უნდა მიმეღწია სსრკ კომპარტიის წევრობისთვის და შავი საქმე მეკეთებინა. არ გამოვედი ასეთი და ამაში უამრავი ადამიანის დამსახურებაა, მშობლებიდან დაწყებული, მასწავლებლებით გაგრძელებული, უცხოური „ხმებითა“ და სამიზდატ-ტამიზდატით დამთავრებული. როდესაც საბჭოთა ბაღს, სკოლასა და უნივერსიტეტს ვიხსენებ, თვითონაც ვერ ვიჯერებ, რომ საბჭოთა განათლების სიტემა მართლა არსებობდა, რომ მათემატიკის ამოცანებშიც კი რატომღაც გაფეტიშებული ტრიგონომეტრიის გვერდით კომუნისტური პროპაგანდა იმალებოდა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით სიტყვა „დამოუკიდებლობაც“ კი არ იყო ნახსენები, ხოლო ფიზიკის სახელმძღვანელო რადიოსთან დაკავშირებით მარკონისა და ტესლას გვარებს არც ახსენებდა, ისე ანიჭებდა მისი გამომგონებლის ტიტულს პოპოვს; ბაღის ბავშვები მთელი ხმით მართლა ვუმღეროდით „ლენინს, ძია საყვარელს“, პიონერის ყელსახვევი მართლა გვეკეთა, კომკავშირში მიღებაზე თუნდაც დროებით უარს საშინლად განვიცდიდით და ერთმანეთში საუბარშიც კი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს გულწრფელად ვგმობდით, ხოლო როგორც კი ამ ჭაობიდან ამოსვლას ვიწყებდით, მეგობრებს კატასტროფული სიჩქარით ვკარგავდით. 1978 წლის 21 მაისს ოთხმა ახალგაზრდამ რესპუბლიკური პარტია ჩამოვაყალიბეთ. იმავე საღამოს 40 გრადუსი სიცხე მომცა. შემდეგ ეს ამბავი დიდი ხნით დამავიწყდა. როდესაც გამახსენდა, მის ბუნებასაც ჩავწვდი – ეს პანიკური შიში იყო. იატაკქვეშეთში პარტიას ვქმნიდით და თან გვეშინოდა, ხმას ვიღებდით და გვეშინოდა, მაგრამ გვეამაყებოდა, ხმას მაინც რომ ვიღებდით. ახლა ვუყურებ ჩემს სტუდენტებს, რომლებმაც არ იციან შიში და მიხარია, ამას მაინც რომ მივაღწიეთ. ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი მთავარი სახუმარო ტექსტი ასე იწყებოდა: „რეისი G1 2001 ჩოხატაური-პარიზი...“ და ახლა თბილისი-ბათუმის გზაზე განზრახ შემივლია კოპიტნარის აეროპორტში, რომ ჩემი თვალით მენახა სრულიად არასახუმარო „რეისი W6 2837 ქუთაისი-ვენა...“ ჩემი ოცნება ასრულდა: ავად თუ კარგად, ჩემი ქვეყანა წინ მიდის.We have made it easy for you to find a PDF Ebooks without any digging. And by having access to our ebooks online or by storing it on your computer, you have convenient answers with 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი. To get started finding 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი, you are right to find our website which has a comprehensive collection of manuals listed. Our library is the biggest of these that have literally hundreds of thousands of different products represented.
Description: მე დავიბადე ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, უფრო მოკლედ, საბჭოთა კავშირი, ან კიდევ უფრო მოკლედ სსრკ ერქვა. ლიტერატურაში ყოველთვის სასიამოვნოდ მაღელვებდა სტენდალისეული სათაური „წითელი და შავი“ და ცხოვრებაში ეს აბრევიატურა – სსრკ, რომელსაც სტენდალის რომანის უცნაური სათაური საუკეთესოდ დაახასიათებდა: მე დავიბადე კომუნისტურ („წითელ“) და ყოველგვარ იმედგადაწურულ („შავ“) ქვეყანაში. თვითონაც ასეთი უნდა გამოვსულიყავი, უნდა მიმეღწია სსრკ კომპარტიის წევრობისთვის და შავი საქმე მეკეთებინა. არ გამოვედი ასეთი და ამაში უამრავი ადამიანის დამსახურებაა, მშობლებიდან დაწყებული, მასწავლებლებით გაგრძელებული, უცხოური „ხმებითა“ და სამიზდატ-ტამიზდატით დამთავრებული. როდესაც საბჭოთა ბაღს, სკოლასა და უნივერსიტეტს ვიხსენებ, თვითონაც ვერ ვიჯერებ, რომ საბჭოთა განათლების სიტემა მართლა არსებობდა, რომ მათემატიკის ამოცანებშიც კი რატომღაც გაფეტიშებული ტრიგონომეტრიის გვერდით კომუნისტური პროპაგანდა იმალებოდა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით სიტყვა „დამოუკიდებლობაც“ კი არ იყო ნახსენები, ხოლო ფიზიკის სახელმძღვანელო რადიოსთან დაკავშირებით მარკონისა და ტესლას გვარებს არც ახსენებდა, ისე ანიჭებდა მისი გამომგონებლის ტიტულს პოპოვს; ბაღის ბავშვები მთელი ხმით მართლა ვუმღეროდით „ლენინს, ძია საყვარელს“, პიონერის ყელსახვევი მართლა გვეკეთა, კომკავშირში მიღებაზე თუნდაც დროებით უარს საშინლად განვიცდიდით და ერთმანეთში საუბარშიც კი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს გულწრფელად ვგმობდით, ხოლო როგორც კი ამ ჭაობიდან ამოსვლას ვიწყებდით, მეგობრებს კატასტროფული სიჩქარით ვკარგავდით. 1978 წლის 21 მაისს ოთხმა ახალგაზრდამ რესპუბლიკური პარტია ჩამოვაყალიბეთ. იმავე საღამოს 40 გრადუსი სიცხე მომცა. შემდეგ ეს ამბავი დიდი ხნით დამავიწყდა. როდესაც გამახსენდა, მის ბუნებასაც ჩავწვდი – ეს პანიკური შიში იყო. იატაკქვეშეთში პარტიას ვქმნიდით და თან გვეშინოდა, ხმას ვიღებდით და გვეშინოდა, მაგრამ გვეამაყებოდა, ხმას მაინც რომ ვიღებდით. ახლა ვუყურებ ჩემს სტუდენტებს, რომლებმაც არ იციან შიში და მიხარია, ამას მაინც რომ მივაღწიეთ. ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი მთავარი სახუმარო ტექსტი ასე იწყებოდა: „რეისი G1 2001 ჩოხატაური-პარიზი...“ და ახლა თბილისი-ბათუმის გზაზე განზრახ შემივლია კოპიტნარის აეროპორტში, რომ ჩემი თვალით მენახა სრულიად არასახუმარო „რეისი W6 2837 ქუთაისი-ვენა...“ ჩემი ოცნება ასრულდა: ავად თუ კარგად, ჩემი ქვეყანა წინ მიდის.We have made it easy for you to find a PDF Ebooks without any digging. And by having access to our ebooks online or by storing it on your computer, you have convenient answers with 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი. To get started finding 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი, you are right to find our website which has a comprehensive collection of manuals listed. Our library is the biggest of these that have literally hundreds of thousands of different products represented.